LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შხარასთან ზვავის ჩამოწოლამ პოლონელი მამაკაცი იმსხვერპლა

112
Безымянный

მესტიაში, მწვერვალ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად პოლონეთის მოქალაქე 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები