LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: კახეთში თაღლითობისთვის ნასამართლევი კაცი იმავე დანაშაულის ჩადენისთვის დავაკავეთ

136
კახეთი

სამართალდამცველებმა წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული გ. ც. იმავე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ  გ.ც. საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ, 45000 ლარად ღირებულ “მაზის” მარკის ავტომანქანას.

დაკავებულმა ავტომანქანა გარდაბნის რაიონში შავი ლითონის მიმღებ პუნქტში 7000 ლარად ჩააბარა, ხოლო სანომრე ნიშნები და აკუმულატორები გადამალა.

“პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში იგივე დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ც. დააკავა, ხოლო შავი ლითონის მიმღები პუნქტიდან მაზის მარკის ავტომანქანა, ასევე, გადამალული სანომრე ნიშნები და აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღო” – აცხადებს შსს.

გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს,რაც  6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები