LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შთაბეჭდილება დამრჩა, სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩავიდა, რომ ბუჩას ფონზე სურათები გადაეღო“ – არახამია 

1175
araxamiaaa

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობით აღჭურვილი პირი დავით არახამია იმ მიზეზს ასახელებს, რის გამოც არ დაესწრო საქართველოს დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში. ამის შესახებ მან „მთავარი არხის გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, შთაბეჭდილება დარჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია ჩავიდა იმისთვის, რომ ბუჩას ფონზე სურათები გადაეღო.

„არ დავსწრებივარ, არ წავედი, რადგან ასეთი განცხადებების შემდეგ საერთოდ ვერ ვხედავდი ვერანაირ აზრს ამ ადამიანების ნახვის. ოპოზიციურ პარტიასთან შესახვედრად წავედი, რადგანაც მესმოდა, რომ განსხვავებულია მათი პოზიცია. ვკითხულობდი იქამდე ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებას. ვნახულობდი ვინ რა განცხადებებს აკეთებს, იმიტომ რომ მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩავიდა, რომ ბუჩას ფონზე სურათები გადაეღო, ერთი-ორი ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინა, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართულები. იმისთვის, რომ რეალურად იყო ჩართული და არა თითქოს, უნდა დაიცვა ის სანქციები, რომელსაც მთელი მსოფლიო ადებს რუსეთს. მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა გავუხსნათ ანგარიშები რუსეთის მოქალაქეებს, დღეს საქართველოში ბანკები დიდი სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს, ხოლო რუსი ბიზნესმენები თავს არიდებენ სანქციებს ქართული კომპანიების მეშვეობით. ხსნიან და არეგისტრირებენ საქართველოში. ყველას უნდა პატარა ფული იშოვოს სირთულის პირობებში, მაგრამ როგორ შეძლებს მერე საქართველო ევროკავშირისკენ მოძრაობს, თუკი აკეთებს იმას რასაც აკეთებს ჩინეთი ან არაბული ქვეყნები,  იმის ნაცვლად რომ აკეთოს ის, რასაც აკეთებენ ევროპული ქვეყნები“, – განაცხადა არახამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g