LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთი მსოფლიოში ყველაზე დიდ ელექტრონულ ბორანს ააგებს

43
stenaline

შვედეთი 2030 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდ ელექტრონულ ბორანს ააშენებს, თანაც ორ ცალს. ბორნები მგზავრებს შვედეთიდან დანიაში და პირიქით გადაიყვანენ.

ხომალდები ენერგიას სპეციალური ელემენტისგან მიიღებენ და ამ ელემენტის შეცვლა პირდაპირ პორტებში იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ბორანს ენერგიის შესავსებად პორტში დიდი ხნით დგომა არ მოუწევს და გზას რამდენიმე წუთში გააგრძელებს.

ბორნის სიგრძე 215 მეტრი იქნება და თითო რეისზე 1200 მგზავრს და 700 ავტომობილს დაიტევს.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო გამონაბოლქვის 13,5% გემებზე მოდის. სწორედ ამიტომ, ევროპული ქვეყნები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ წყლის ტრანსპორტი უფრო ეკოლოგიური გახადონ. მაგალითად, ნიდერლანდებში გაუშვებენ უპილოტო ელექტრო ნავებს, რომლებიც მგზავრთა გადასაყვანად და ნაგვის შესაგროვებლად იქნება განკუთვნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები