LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი: გაბუნია

149
fortuna.ge-1-2021-01-05-09-11-31-373947

“სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი 27 აპრილისთვის გაიხსნება, რათა მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, შერჩეულ დაწესებულებებში ვაქცინის ადმინისტრირება დაიწყოს.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, მუშაობა დასრულდება იმ პროტოკოლსა და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც საქართველოში “სინოფარმით” ვაქცინაციის დანერგვას ეხება:

“საბჭოს რეკომენდაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლოაბში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტები დაასრულებენ მუშაობას პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ქვეყანაში “სინოფარმით” ვაქცინაციის დანერგვას ეხება.

რეგისტრაციის პროცესი “სინოფარმის” ვაქცინაზე 27 აპრილისთვის გაიხსნება იმიტომ, რომ მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში. ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით ექსპერტები ცალსახად უჭერენ მხარს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში “სინოფარმის” გამოყენება დროულად დაიწყოს.” – თქვა გაბუნიამ.

გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ “სინოფარმის” ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და მისით იმუნიზაციის პროცესი საკმაოდ ეფექტინად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით მიმდინარეობს:

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე განიხილავს “სინოფარმის” ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს. ეს მიმდინარე პროცესია და კარგია, თუ ავტორიზაცია დროულად დასრულდება. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით “სინოფარმის” ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და 200 მილიონი დოზაა გაცემული. “სინოფარმით” ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტინად მინიმალური გვერდითი მოვლენებით.” – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აყენებს იმის აუცილებლობას, რომ არ დაიკარგოს დრო და თუ ვაქცინის სრული აღიარება აპრილის ბოლოს არ მოხდა, ამან არ შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი.

შეგახსენებთ საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმის” 100 000 დოზა ჩამოვიდა.

mazda magti 5g