LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სინოფარმზე“ რეგისტრაცია 3 ივლისიდან დაიწყება: გამყრელიძე

94
amiranagamyrelidze

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით დაიწყება, რასაც რამდენიმე დღეში „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაემატება; მოგვიანებით კი, საქართველოს მოქალაქეები „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებითაც აიცრებიან.

როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია“ ხვალიდან, 3 ივლისიდან დაიწყება.

„ყველა ეს დოზა დაბინავებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისი ცივი ჯაჭვის საწყობებში. ნაწილის დისტრიბუცია დღეს უკვე ხდება დასავლეთ საქართველოს ჩვენს სამმართველოში, ქუთაისში და ქუთასიდან მომარაგდება მთლიანად დასავლეთ საქართველო დღეს და ხვალ.

ორშაბათს, დილისთვის ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ვაქცინების შესაბამისი დოზები. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დისტრიბუცია მოხდება ცენტრალური, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობიდან. კვირას, დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლომდე ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები“. – განაცხადა გამყრელიძემ.

ხვალიდან გაიხსნება რეგისტრაცია „სინოფარმზე“. მომავალი ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეთა აქტივობა ჯავშნებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის შემდგომ, დაემატება და გაფართოვდება შესაბამისად „სინოვაკით“ და ასევე გაგრძელდება აცრები 10-12 კვირა პირველი აცრიდან „ასტრაზენეკათი“. – განმარტა გამყრელიძემ.

ჩინური ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოშია, 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება – პრემიერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები