LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირცხვილია, ვსარგებლობდეთ პრივილეგიით, როდესაც მოქალაქე იძულებულია 21:00 საათზე სახლში გამოიკეტოს – ნაცვლიშვილი

115
BeFunky-collage (2)

მთავრობას აქვს მიტაცებული მთელი ძალაუფლება, ადგენდეს წესრიგს პანდემიის პერიოდში – ეს უფლება პარლამენტმა უნდა დაიბრუნოს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ხალხის პრობლემებზე საუბრისას ვიყოთ კონკრეტულები, სადღეგრძელოები აღარავის აღარ სჭირდება, რადგან ეს ვერ დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს. მეორე წელია ვცხოვრობთ ომში უხილავ ვირუსთან და პარლამენტი ცხოვრობს ჩვეულებრივ რეჟიმში, თითქოს არაფერი ხდება. წარმოუდგენელია საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელია არ იმჩნევდეს, რომ მთავრობას აქვს მიტაცებული მთელი ძალაუფლება, ადგენდეს წესრიგს პანდემიის პერიოდში. შესაძლოა, პირველ თვეებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების გამო მთავრობა იყო წარმმართველი ორგანო, მაგრამ ეს უფლება პარლამენტმა უნდა დაიბრუნოს, ეს არის ინსტიტუციური თავმოყვარეობის საკითხი.

აქ უნდა იხილებოდეს ყოვლად დაუშვებელი „კომენდანტის საათი“, ჩვენ ეს არ გვაწუხებს, რადგან გვაქვს საშვები, ეს დღეს არის პრივილეგია და სირცხვილია, ვსარგებლობდეთ პრივილეგიით, როცა საქართველოს ყველა დანარჩენი მოქალაქე იძულებულია 9 საათზე სახლში გამოიკეტოს. ამ რეგულაციებმა ქვეყანა ჩამოაქცია ეკონომიკური თვალსაზრისით და დღემდე სერიოზული განხილვა არ მომხდარა. ამიტომ, პარლამენტი არის ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, სადაც მთელი მთავრობა უნდა წარმოადგენდეს ანგარიშს, რა შედეგი მოიტანა შეზღუდვებმა ყველა სხვა სფეროში და პარლამენტისგან იღებდეს მითითებებს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები