მსახიობი კეტრინ ზენა ჯონსი Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაიკლ დუგლასთან ქორწინების შესახებ საუბრობს. 51 წლის მსახიობი ამბობს, რომ 25 წლით უფროს მამაკაცზე ქორწინება ადვილი არ არის, თუმცა სიყვარულმა ყველა გამოწვევას გაუძლო: „სიყვარული არ არსებობს ცუდი და კარგი მომენტების გარეშე, იყო ბევრი დაცემა და აღზევება“, – ამბობს გულახდილ ინტერვიუში კეტრინ ზეტა ჯონსი.
კეტრინი ამბობს, რომ 76 წლის მაიკლ დუგლასს კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ეს მათ რთულ სიტუაციებში ეხმარება: „სიყვარული, ესა არის პატივისცემა. მე და მაიკლი ბევრ დროს ვატარებთ ერთად, შეძლებისდაგვარად ბევრ დროს. ჩვენ ხომ არ გვაქვს სტანდარტული სამუშაო გრაფიკი 9-დან 5 საათამდე, ამიტომ ყველა წუთი უმნიშვნელოვანესია“, – ამბობს მსახიობი.