LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულსა მალვა უნდაო, ვმალე ვმალე, მაგრამ მაინც ვერ დავმალე“ – თათა გიორგობიანი

4488
Untitled design

მას შემდეგ, რაც „ღამის შოუს ბენდის“ სოლისტს, თათა გიორგობიანს რჩეულმა ხელი გადაცემის ჩაწერის დროს სთხოვა, წყვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით უამრავი მილოცვა მიიღო.

ექსკლუზივი: თათა გიორგობიანი მოულოდნელი ხელის თხოვნის შესახებ: „ეს ურთიერთობა აქამდე საიდუმლოდ შევინახეთ, ამიტომ ჩემთვის შოკი იყო, ვერ დავიჯერებდი, რომ ამას გააკეთებდა…“

თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში რჩეულთან, კონსტანტინე მოსიძესთან ერთად იტალიაში მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის:

„მადლობა მოლოცვისთვის! რადგან სიყვარულსა მალვა უნდაო, ვმალე ვმალე, მაგრამ მაინც ვერ დავმალე. ჩვენც ბედნიერებას გისურვებთ ყველას, ყველას!“ – წერს თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

 

მადლობა მოლოცვისთვის! ?❤️
რადგან სიყვარულსა მალვა უნდაო, ვმალე ვმალე, მაგრამ მაინც ვერ დავმალე ??
ჩვენც ბედნიერებას გისურვებთ ყველას, ყველას! ?❤️

Constantine Mosidze

Posted by Tata Giorgobiani on პარასკევი, 27 ოქტომბერი, 2023

 

როგორც თათა გიორგობიანმა „ფორტუნას“ ექსკლუზიურად უთხრა, ამ ამბავს თათას რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი სამეგობრო უმალავდა და მისთვის დიდი სიურპრიზი და შოკი იყო, როცა კონსტანტინე სტუდიაში ყვავილებითა და ბეჭდით ხელში გამოჩნდა და მის წინ ხელის სათხოვნელად დაიჩოქა.

ვიდეო: „ჩვენზე ემოციური ხალხია.. მე და ჩემი შეყვარებული წითელზე ვდგავართ და იტალიელი მეგობარი გვეუბნება, რას დამდგახართ მანდ, წამოდით კაცო, ეს ხო იტალიააო“ – სახალისო ისტორია თათა გიორგობიანის და კონსტანტინე მოსიძის მოგზაურობიდან

თათა გიორგობიანის რომში მოგზაურობის ულამაზესი მომენტები – რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი

ფოტო: თათა გიორგობიანი დასვენების დღეებს რომში ატარებს: „ანათებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g