LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლების გახსნა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა პრიორიტეტად უნდა იქცეს: UNICEF-ის მოწოდება მთავრობებს

86
ჰსბფკჯსნფ

COVID 19 – ის გამო სკოლების დახურვა სასწავლო პროცესის წინსვლას მნიშვნელოვნად აზიანებს. პანდემია მსოფლიო მასშტაბით 90 მილიონი მოსწავლის კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ, გაეროს ბავშთა ფონდის განათლების თავმჯდომარემ, რობერტ ჯენკინსმა ისაუბრა.

“მტკიცებულებები გვაჩვენებს, რომ სკოლები პანდემიაში ინფექციის მთავარი გამავრცელებლები არ არიან. თუმცა, ვხედავთ შემაშფოთებელ ტენდენციას, როდესაც მთავრობები პირველ რიგში სკოლებს ხურავენ. ზოგიერთ შემთხვევებში ეს ხდება ქვეყნის მასშტაბით და არა ლოკალურად. ამას დამანგრეველი ეფექტი აქვს, როგორც სწავლებაზე ასევე, მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე” – აღნიშნა, მან.

გაეროს ბავშვთა ფონდში აღნიშნავენ, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ცუდად აისახება მოწყვლად ბავშვებზე და სავარაუდოა, რომ სწორედ მათ დაანებონ სწავლას თავი. ზედმეტად ბევრი სკოლა იხურება საჭიროების გარეშე და საკმარისი აქცენტი სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე არ კეთდება.

გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, ბოლო მონაცემებით, 191 ქვეყნიდან, სკოლების გახსნასა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მაჩვენებლებს შორის კავშირი არ არის. UNICEF – ი მოუწოდებს მთავრობებს, რომ სკოლების გახსნა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა პრიორიტეტად აქციონ.

გაეროს ბავშვთა ფონდმა სკოლების გახსნისთვის პრაქტიკული რჩევებიც გამოაქვეყნა, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება საგანმანათლებლო პოლიტიკის რეფორმას, დაფინანსების საკითხებს, უსაფრთხო სასწავლო პროცესს, ბავშვთა კეთილდღეობის დაცვასა და პროცესში ყველაზე ბავშვის თანაბარ ჩართულობას ეთმობა.

“სკოლების გახსნას მეტი სარგებელი აქვს. სკოლების დახურვა ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავირიდოთ – ეს არის ის, რაც COVID 19 – ის დროს სასწავლო პროცესზე გავიგეთ”. – განაცხადა, რობერტ ჯენკინსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები