LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკვერის გადასარჩენად მომხდარი დაპირიპირებისას დაკავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა – რას ედავება მათ პოლიცია

136
ანას ბაღი

ბრძოლა სკვერის გადასარჩენად და დაკავებული მოქალაქეები – ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ “ანას ბაღის” გადასარჩენად გამართული აქციისა და მომხდარი დაპირისპირებისას საერთო ჯამში 10 მოქალაქე დააკავა. მანამდე ცნობილი იყო, რომ მხოლოდ 6 პირი დააკავეს, რომლებსაც სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან ოთხს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

"ანას ბაღში" მშენებლობის გასაპროტესტებლად გამოსული აქციის 4 მონაწილე დააკავეს

დაპირისპირება აქციაზე და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის პასუხი

ხოლო მოგვიანებით დაკავებულ კიდევ 6 პირს 166-ე მუხლთან ერთად 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

დღეს დილიდან “ანას ბაღში” ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილობრივი მოსახლეობა იქ 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g