საოკუპაციო ხაზის, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპანტები გააქტიურდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს. მათი განმარტებით, ოკუპანტებმა თეთრი ლენტები ხეებს ამჯერად სოფლის მიმდებარედ შეაბეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები სამომავლოდ ბორდერიზაციის მიზნით პერიმეტრს ნიშნავენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ სოფელ მეჯვრისხევში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.
მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.