LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

46
ტელავის სასამართლო

თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე დღის წინ, სოფელ ყანდაურაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე წარიმართა. აღნიშნულ საქმეზე, სასამართლომ ბრალდებული, ნოდარ გამყრელიძე დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

”სასამართლოს მიერ დასაბუთებული განაჩენი ჯერ არ ჩაბარებია და სხდომაზე მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა”. – ამის შესახებ, ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ქართლელიშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 2019 წლის 3 მაისს ხუთი ადამიანი მოკლეს.

გამოძიების პირველ ეტაპზე, 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს, რომელსაც ბრალდების მხარე მას საკუთარი შვილისა და რძლის, ასევე ორი ნათესავის და მეუღლის მკვლელობას ედავებოდა. მოგვიანებით კი, ხანდაზმული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შემდეგ, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანის მკვლელობისათვის, 85 წლის კაცის შვილი ნოდარ გამყრელიძე დააკავეს. მას პოლიცია რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა, საბოლოოდ კი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2020 წლის აპრილში მიაკვლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები