LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედიამ საახალწლო კლიპი გადაიღო

309
sofobedia201130

მომღერალმა სოფო ბედიამ ახლახან საახალწლო კლიპი გადაიღო. სიმღერა თავისი სტუდიის ბავშვებთან ერთად ჩაწერა.

როგორც სოფო წერს:

“საახალწლო კლიპი გადაღებულია. მალე იხილავთ ჩემი ბავშვების სასწაულ გარდასახვას. მინდა, მადლობა გადავუხადო BEDIA-STUDIO-ს ბავშვებს, ჩემს მოსწავლეებს ამხელა მონდომებისთვის, ნიჭისთვის და პატივისცემისთვის, მშობლებს, ასე რომ უდგახართ თქვენს ნიჭიერ ბავშვებს გვერდით. მადლობა ჩემს უსაყვარლეს მიშა შეყრილაძეს კომპლექს “vila mosavali”-ს ლოკაციებისთვის და მეგობრობისთვის. უდიდესი მადლობა ჩემს კაკი ბოლქვაძეს სიმღერისთვის, ბესო კვარაცხელიას გადაღებისთვის და ზაზა გოჩიტაშვილს არანჟირებისათვის, სოფო მაჭავარიანს გრიმისთვის, ფატუნას – ულამაზესი კაბისთვის, თამილას ულამაზესი ვარცხნილობისთვის.

სულ მალე იხილავთ ჩემი სტუდიის ძალიან საინტერესო და ორიგინალურ საახალწლო კლიპს ჩემთან ერთად”.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები