LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაიკლო 7 კილოგრამი სოფო ბედიამ: „ისეთი აღნაგობა მაქვს, სახელი და გვარი ნამდვილად არ დავრჩები, მაგრამ კარგად გამხდარი ვარ…“

601
სოფო ბედია

სოფო ბედია ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, რამდენად აისახა მის წონაზე ახალი წლის დღესასწაულები.

ტრადიციულად, ახალი წლის დღეებში ყველა წონაში მატებას უჩივის და ამ მხრივ, შენთან როგორაა საქმე? საზეიმო სუფრები შენს წონაზეც აისახება?

გაგიკვირდებათ და არა. წონაში ნამდვილად არ მომიმატებია, პირიქით, დავიკელი. გასახდომი ჩაის და სწორი კვების წყალობით შვიდი კილო მაქვს დაკლებული. ასე რომ, ძალიან კარგ ფორმაში ვარ (იცინის). ზოგადად, გახდომის მიზნით, არასოდეს მივმართავ ისეთ მეთოდს, რაც ჯანმრთელობას აზიანებს და მავნებელია. მინდა, კიდევ ორი კილო დავიკლო. აზარტში ვარ შესული და მეგობრები მეუბნებიან: აღარ გინდა დაკლება, მარტო სახელი და გვარი ხომ არ უნდა დარჩეო (იცინის). ისეთი აღნაგობა მაქვს, სახელი და გვარი ნამდვილად არ დავრჩები, მაგრამ კარგად გამხდარი ვარ. ახალ წელს მხოლოდ ერთი კოვზი საცივი ვჭამე, სიმბოლურად, ინდაურისა და ქათმის ხორცი კი არ ასუქებს. ცომის მოყვარული ისედაც არ ვარ. კი მიყვარს შემწვარი გოჭი, მაგრამ არ მივეკარე. მიდრეკილი ვარ მომატებისკენ, მაგრამ ადვილად ვიკლებ, თუმცა ვცდილობ, წონა არ გამექცეს. სწორი კვებით სასურველ წონას ადვილად ვინარჩუნებ და თან, ნებისყოფაც მაქვს, რაღაც-რაღაცებზე უარი ვთქვა. ერთადერთი რამ, რაზედაც უარს ვერ ვამბობ, ხინკალია. ერთ ცალს მაინც შევჭამ, რომ სურვილი დავიკმაყოფილო (იცინის).

ვიდეო: „ქალის სილამაზე მაინც შინაგანი სამყაროა.. არავის ცუდი არ უნდა გაგიხარდეს და კარგი გეწყინოს“ – სოფო ბედია

სოფო ბედია: „როცა მინდა, ორ დღეში ვიყო ძალიან ჩაჩუტული, მივმართავ ხოლმე შიმშილის მკაცრ დიეტებს…“

სოფო ბედია: „ბოლო წლებია იდეალურ ფორმაში ჩავდექი, ზამთარში 2-3 კილოგრამს ვიმატებ და მომაკვდინებელ დიეტას მივმართავ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები