LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა “არასწორად ინტერპრეტირებული” განცხადების გამო წუხილი გამოთქვა – ზალკალიანი

110
BeFunky-collage (10)

“ქართულ მხარეს დაუკავშირდნენ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით და წუხილი გამოთქვეს მედიაში “არასწორად ინტერპრეტირებული” განცხადების გამო,”-ეს განცხადება დავით ზალკალიანმა “იმედის” ეთერში გააკეთა.

“ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან საელჩოში, დარეკა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტმა, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით. მან გამოთქვა წუხილი, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც მათი განმარტებით, არასწორად ინტერპრეტირებული იყო, გაანაწყენა ქართველი კოლეგები. გვთხოვა, რომ ეს პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის”.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს - თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე თვლის, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირმა არგუმენტებს მოკლებული განცხადებები არ უნდა გააკეთოს.

“როგორც კი მედიიდან შევიტყვეთ განცხადებაზე, დაუყოვნებლივ გვქონდა რეაგირება დიპლომატიური არხების მეშვეობით, მათ შორის, ჩვენი საელჩო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა [სომხურ მხარეს]. ეს რბილად რომ ვთქვა, ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ, მაღალი ოფიციალური პირის მხრიდან”, — ამბობს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში გაცილებით უფრო ძლიერი ანტიეპიდემიური სისტემა აქვთ და ისურვებდა, რომ საქართველოსაც ასეთივე ჰქონდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები