LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სპარის” თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დაკავებულია (ვიდეო)

117
srgngb

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ თბილისში “სპარის” თანამშრომელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს. დაკავება მოხდა ცხელ კვალზე. უწყების ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, თბილისში, მარკეტი „სპარის“ კონსულტანტს – 1995 წელს დაბადებულ ბ.კ.-ს, ორი დღით ადრე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, დანით სხეულზე ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დასაკეცი დანა, ასევე, პნევმატური პისტოლეტი და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ნათქვამია შსს განცხადებაში.

“სპარის” თანამშრომელი დაჭრეს

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები