რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შედეგები შეიძლება გრძელვადიანი პროცესი იყოს“. მისი განმარტებით, 300 000 მობილიზებული სამხედროდან 150 000 “სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმოების” ზონაში იმყოფება, მათგან 77 000 – უშუალოდ საბრძოლო ქვედანაყოფებში, დანარჩენები კი ტერიტორიული თავდაცვის ფუნქციებს ასრულებენ.
„რაც შეეხება “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შედეგებს, რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი პროცესი შეიძლება იყოს. მაგრამ თქვენ შემდეგ ახსენეთ, რომ გაჩნდა ახალი ტერიტორიები. ეს ასეთი მნიშვნელოვანი შედეგია რუსეთისთვის, ეს სერიოზული საკითხია.
მობილიზებული მოქალაქეების ნახევარი საერთოდ არ არის დაჯგუფებაში, ისინი ჯერ კიდევ თავდაცვის სამინისტროს პოლიგონებსა და სასწავლო ცენტრებში იმყოფებიან, სადაც დამატებით წვრთნას გადიან… ეს ეგრეთ წოდებული საბრძოლო რეზერვია“, – დასძინა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ „ბირთვული ომის საფრთხე იზრდება და დასამალი არაფერია“, თუმცა აქვე განმარტა, რომ რუსეთი „ჭკუიდან არ შეშლილა“ და იცის, რა არის ბირთვული იარაღი.
„ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის სამართებელივით ქნევას“, – თქვა პუტინმა.