LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტდარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება სრულად იზღუდება

155
pjimage

სამარშუტო ტაქსების აკრძალვის შემდეგ, სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ უკვე გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი გამკაცრდება.

ხვალიდან თბილისში სამარშუტო ტაქსები აღარ ივლიან- გიორგი გახარია

გახარიას თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

“სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სპა ცენტრების ფუნქციონირება. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ის გადაწყვეტილებები შეზღუდვის, რომელიც მანამდე გაიცა, მათი მენეჯმენტის ხარისხი, კიდევ უფრო გაიზრდება.

უწყებებს დაევალათ, რომ გააკონტროლონ მთავრობის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულება. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში,”- განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსი საქართველოში კიდევ ერთ პირს დაუდგინდა

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, გამოჯანრთელებულია 1 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g