LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი საქართველოში კიდევ ერთ პირს დაუდგინდა

363
27

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის ინფექცია კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ 15 პირს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და მისი თქმით, ერთი პაციენტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დანარჩენი 14 პირს ტესტირებით ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.

“ამ დროისათვის ჩვენთან 45 პაციენტის სულ. გუშინ 15 პირს ჩაუტარდა ტესტირება. 14-ზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი, ხოლო ერთი პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, ინფიცირებულის კლინიკური მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g