სულ ცოტა ხნის წინ აჭარაბეთმა წარადგინა ახალი პროექტი სპორტმშენი, რომელიც სპორტის მოყვარულებს აძლევს უნიკალურ შანსს, რომ გახდნენ პროექტის მთავარი შემოქმედები და შექმნან ახალი სპორტი.

პროექტში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამისთვის შექმნილია სპეციალური ვებ-პლატფორმა www.sportmsheni.ge/ka, სადაც უნდა შეავსოთ აპლიკაცია და დეტალურად აღწეროთ თქვენს მიერ მოფიქრებული სპორტის იდეა და წესები.

პროექტს ჰყავს სპეციალური ჟიური, რომელიც შეაფასებს კონკურსანტების იდეებს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებსაც გადაეცემა ფულადი პრიზები: 2,000 ლარი, 5,000 ლარი და 10,000 ლარი, და რაც მთავარია, საუკეთესო სპორტის სახეობაში პირველი ისტორიული ჩემპიონატიც გაიმართება.

პროექტის ჟიურის წევრებმა გადაწყვიტეს  მონაწილეებისთვის ინსპირაციის მაგალითი გამხდარიყვნენ და თვითონაც შეექმნათ ისეთი ახალი სპორტის სახეობები, როგორიცაა: „გოლფიარდი“, „დრიფტბურთი“,“ბუშტფარიკაობა“,“დარცი სლექლაინზე“ და ა.შ.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები