LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა თბილისის ცენტრში: გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს

152
1

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ცნობითვე, დაჭრილი 20 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელსაც 10-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი.

როგორც ცნობილია, დაშავებული კლინიკაში კერძო ავტომობილით გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები