LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა – განრიგი

111
Capture

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ჩარტერულ ფრენებს ავიაკომპანიები ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად შეასრულებენ.

ავიაკომპანიებს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ.

ფრენების განრიგი კი ასეთია:

  •  16 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
  •  20 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 05:45 );
  •  23 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );
  •  23 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
  •  28 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 5:45 );
  •  30 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
  •  31 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );
    .

აგვისტოში დანიშნული რეგულარული და ჩარტერული რეისების განრიგის მოცემულ ბმულზე იხილავთ: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php