LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

stopcov ფონდში მობილიზებული თანხა ბავშვების დასახმარებლად განიკარგა – ლაშა ხუციშვილი

44
lasha

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „მინისტრის საათის“ ფორმატში  დასმულ კითხვებს პასუხობს.

კითხვაზე, რაში დაიხარჯა stopcov ფონდის თანხა, ფინანსთა მინისტრმა უპასუხა, რომ თანხა დაიხარჯა ბავშვებისთვის.

„18 წლამდე ბავშვების ერთჯერადი დახმარება – სულ გაიცა 930 000 პირზე და დაიხარჯა 187 800 000 ლარი. ეს თანხა სრულად მოიცავს ასევე იმ თანხას, რომელიც მობილიზებული იყო stopcov ფონდში, რაზეც არაერთი შეკითხვა დაისვა.

ანუ ამ ფონდში მობილიზებული თანხა, 123 მლნ ლარი განიკარგა სწორედ ბავშვების დახმარებისთვის, რომელზეც გაიცა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით დახმარება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები