LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტებს შეეხებათ მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა – ჯუანშერ ბურჭულაძე

153
ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ  „იმედის“ ეთერში თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტების გაწვევის საკითხზე გაამახვილა. მისი განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები სტუდენტების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და მათი ინტერესია, სხვანაირად დაანახვონ სტუდენტებს ამ რეფორმის შინაარსი.

თავდაცვის მინისტრმა განმარტა, თუ რა პირობებში მოუწევთ 2025 წლიდან სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გავლა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ სტუდენტებს შეეხებათ მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა. იქნება რამდენიმე, სხვადასხვა მაქსიმალურად კომფორტული საშუალება. ვფიქრობ, ჩვენ ასევე გვექნება საშუალება, რომ უმაღლეს განათლებულსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ ზუსტად ამ პროგრამით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში, გაიარონ სავალდებულო სამსახური”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრმა იმ ბენეფიტებზეც ისაუბრა, რასაც ახალი პროგრამები ითვალისწინებს:

„გვაქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამებიც, მათ შორის, რომელიც შეეხებათ 11- თვიან სავალდებულო სამსახურს, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება – 1200 ლარი სავარაუდოდ. ასევე, წვევამდელი მიიღებს ოფიცრის სტატუსს და ა.შ. ამ კანონპროექტზე დიდმა ჯგუფმა იმუშავა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვინაიდან არის მოცულობითი, ეხება საზოგადოების დიდ ჯგუფს და შესაბამისად, შედის საზოგადოების ინტერესშიც, ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ კანონპროექტი და შევქმენით მეტი კომფორტი.

ჯარისკაცების ბინებით უზრუნველყოფა მახათას მთაზე პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. ბინები ათასზე მეტ სამხედროს გადაეცემა. დავასრულეთ ტერიტორიის მოპირკეთება და ვფიქრობთ, ჩვენ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადავცემთ სამხედროებს ბინებს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების მიზანია, საქართველოს ჰყავდეს ძლიერი მომზადებული რეზერვი.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის არც სტუდენტებს და არც მოსახლეობას.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

„სტუდენტების შემთხვევაში ის პროგრამა, რაც შეიძლება მათ გაიარონ 4 წლის განმავლობაში, ზაფხულში ერთი თვე იქნება მომზადება. ჩვენ იმის საშუალებასაც მივცემთ, რომ ვთქვათ, თუ არის სტუდენტი 25 წლის და 27 წლის მერე სავალდებულო აღარ უწევს, შეიძლება, რომ აირჩიოს და ეს 27 წელი არ იყოს ჩამკეტი და შემდეგაც გაიაროს. ასევე, საჯარო დაწესებულებაში პირის მუშაობის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ჩვენ კანონმდებლობაში შეგვაქვს ცვლილება და საჯარო სამსახურში შეუნარჩუნდება როგორც მისი პოზიცია, ასევე, არსებული ანაზღაურება. ჩვენ მათაც მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი პროგრამა აირჩიონ და შვებულებით სარგებლობის დროს გაიარონ სავალდებულო სამსახური წელიწადში ერთი თვე”, – განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ვინ ვეღარ აარიდებს თავს სავალდებულო სამხედრო სამსახურს – თავდაცვის მინისტრი დეტალებზე

ბურჭულაძე: კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ მოქალაქეებმა ჯარს თავი მექანიკურად აარიდონ – წელს მხოლოდ 1 ორგანიზაციიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი 12 000-მა ადამიანმა აარიდა 

„შენ გგონია ვიღაცას „დააკაჩავებ?“.. „განახვებ, რა შემიძლია“ – ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები