“ეს არის ადამიანის საოცარი დაცემა, რომელიც მოვალეა შეასრულოს ის დაკვეთები, რასაც მას უბრძანებენ,” – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, სოზარ სუბარი გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.
„ცხადია, რომ სისტემური კორუფცია ასე უცებ არ ჩნდება, ეს თუ იყო უნდა ყოფილიყო მაშინაც, როდესაც ის [გიორგი გახარია] იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და უშუალოდ ევალებოდა მსგავსი მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლა და მაშინაც, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო. მაშინ არ ლაპარაკობდა და გადადგომისთანავე ჯერ მისი გუნდის წევრებმა დაიწყეს ამის ლაპარაკი და ახლა უკვე თვითონაც, იძულებული გახადეს, განცხადებები გაეკეთებინა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა “იმედის” ეთერში.