LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ ამბობდა არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ მრწამსს, თუ სიმართლე ადამიანის მხარეს არის, ის არ უნდა დაიჩაგროსო – ნინო ზამბახიძე გახარიაზე

265
ipiccy-image

„დასანანი, თუმცა, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო დღეს“ – ასე ეხმაურება გიორგი გახარიას გადადგომას „აჭარა ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს წევრი ნინო ზამბახიძე.

„გიორგი გახარია 2012 წელს გავიცანი, როდესაც ბიზნესომბუდსმენი გახდა, რამდენიმე ჩემს მეგობარს, რომლებსაც ბიზნესში პრობლემები ჰქონდათ დაეხმარა, თუმცა ოპოზიციური პარტიის მომხრეები იყვნენ, სულ ამბობდა არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ მრწამსს, თუ სიმართლე ადამიანის მხარეს არის, ის არ უნდა დაიჩაგროსო. მაშინ მივხვდი, რამდენად სწორი ღირებულების მატარებელი იყო. წლებია მასთან ვმეგობრობ და ვთვლი, რომ იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას მისნაირი ღირსეული ადამიანი. დასანანი, თუმცა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო დღეს! არც ბასიანი იყო მისი, არც 20 ივნისი იყო მისი და არც ეს იქნებოდა მისი!“ – წერს სოციალურ ქსელში ნინო ზამბახიძე.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს დილით განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები