კორონავირუსის სწრაფი ტესტი ინფექციის ახალ შტამს, “ომიკრონს” ვერ ამოიცნობს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი PCR მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ტესტირება ამ ახალი ვარიანტის იდენტიფიცირებისთვის საკმარისი არაა.
“ხვალ ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიური პისიარი, რომელიც ჩვენ გვაქვს დელტა და ალფა შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ” – აცხადებს გამყრელიძე
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ამოსაცნობად ქვეყანა სფეციფიკურ PCR ტესტებს მიიღებს
“ქვეყანაში არსებობს პირველი წინასწარი პროტოკოლი, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ შტამზე და რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, სპეციფიური PCR მალე მოგვეწოდება პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ჩვენც ვაკეთებთ სეკვენირებას, რომელიც ყველაზე ზუსტია”, — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.