LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს.

251
Border-11

კორონავირუსის გავრცელების საშიშროება, მაღალი რისკები და არც საგანგებო მდგომარეობა არ ეხება ე.წ. საზღვრის უკანონო შემოვლების საკითხს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს და ფაქტს უკანონო აქტივობად აფასებენ. მათი ცნობით, ამ დროისათვის გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები