LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩხეიძის ახალი წამოწყება – კოლექცია საქმიანი ქალებისთვის

1236
tako-chkheidze566

ცნობილმა მოდელმა, სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსის“ მფლობელმა და საერთაშორისო ჟურნალის „ნარგისი“ მთავარმა რედაქტორმა, თაკო ჩხეიძემ დააფუძნა ახალი განსხვავებული კონცეფციის  ბრენდი Blooms.

მისი ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ის ორიენტირებულია გამორჩეული ხარისხის სამოსის შექმნაზე საქმიანი, გემოვნებიანი და დახვეწილი ქალებისთვის, რომელთათვისაც კომფორტთან ერთად, ხარისხიც და სტილიც ძალიან მნიშვნელოვანია.

სპეციალურად Blooms-ისთვის, კომპანიის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, თაკო ჩხეიძემ, შექმნა კაფსულა-კოლექცია, რომელიც 15-მდე ნამუშევარს აერთიანებს. Blooms-ი განსხვავებულ მომსახურებასაც სთავაზობს მომხმარებელს: ე.წ. Made To Measure გულისხმობს მსოფლიოში წამყვანი ქსოვილების მწარმოებელი კომპანიების კატალოგებიდან სასურველი ქსოვილისა თუ ფურნიტურის შეკვეთისა და გამოწერის შესაძლებლობას და ნებისმიერი სტილის მოდელის თავად შერჩევის საშუალებას. შერჩეული მოდელი ექსკლუზიურად მომხმარებლისთვის დამზადდება Blooms-ის მიერ.

იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულად ამ მიმართულებაზე გამორჩეულად არც ერთი ქართული ბრენდი არ მუშაობს, დამფუძნებლები დარწმუნებულები არიან, რომ Blooms, Bespoke Tbilisi-ს მსგავსად, დაინტერესებული საზოგადოებისგან დიდ ყურადღებას მიიპყრობს.

5 დეკემბერს, თაკო ჩხეიძემ საზოგადოებას თავისი ახალი კოლექცია და ბრენდი წარუდგინა. გახსნას ესწრებოდა სხვადასხვა ცნობილი სახე, რომლებმაც პოზიტიურად შეაფსეს ბრენდის კონცეფცია, მისი შექმნის იდეა და ასევე მაღალი ხარისხი, რომლითაც ის გამოირჩევა.

მარიამ ვაშაძე, ტელეწამყვანი:

„ძალიან მომეწონა. ისე, რომ შეძენა მინდა. სამწუხაროდ, ჩემი ზომა არ არის, მაგრამ ვაპირებ, მოვიდე და ჩემი ზომა შევუკვეთო. არაჩვეულებრივი ქსოვილებია, ხარისხი ძალიან მომეწონა, ისევე, როგორც მოდელები.

თაკოს ვეუბნებოდი, რომ საქმიანი სტილის ჩაცმულობა თბილისში ძალიან დეფიციტურია. პიჯაკის ან ორეულის შეძენა პრობლემაა, ამიტომაც საქმიანი ქალები მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, ახლა უკვე თბილისშიც შევიძინოთ მსგავსი სტილის გემოვნებიანი და ხარისხიანი სამოსი.

ანა კოშაძე, მოდელი:

მივესალმები იმას, რომ თბილისში გაჩნდა ადგილი, სადაც საქმიან ქალს შეუძლია შეიმოსოს შესაბამისი დრეს-კოდის გათვალისწინებით, თუმცა ახლა საქმიანი სტილი და ორეული ტრენდულია და არასაქმიან ქალბატონებსაც შეუძლიათ შეარჩიონ თავისთვის. არჩევანი დიდია. არ შემიძლია, არ აღვნიშნო საოცარი ხარსიხის ქსოვილები. ჩემთვისაც სიამოვნებით ავარჩევ. ძალიან მომწონს ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი ორეულები. მგონია, რომ ჩემი თმის ფერსაც მოუხდება.

ლალი ტოტიკაშვილი:

მიხარია და დიდ წარმატებას ვუსურვებ თაკო ჩხეიძეს. კარგი იდეაა. ფანტასტიკური ხარისხია, როგორც ქსოვილების, ასევე თავად შეკერვის. შეიძლება ითქვას, რომ ამ სტილის სამოსი თითქმის არ იშოვება ჩვენთან. ლამაზი, გემოვნებიანი, კარგი ხარისხის კოსტიუმებია.

ღონისძიების მასპინძელმა, თაკო ჩხეიძემ, თავისი ახალი წამოწყების შესახებ გვიამბო:

„დავიწყოთ იქიდან, რომ სამი წლის წინ ჩამოვაყალიბეთ Bespoke Tbilisi, რომელიც მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. ხშირად მწერდნენ, რატომ არ ვაკეთებდით იმავეს ქალბატონებისთვის. მაღალი ხარისხის ქსოვილებზე წვდომამ გადამაწყვეტინა, გამეკეთებინა იგივე მიმართულების ბრენდი ქალებისთვის. შევქმენი მცირე კოლექცია, სადაც 15-მდე ნამუშევარი გაერთიანდა. აქ არის სამეულები, ორეულები, ქვედაბოლოები და პიჯაკები.

ჯერჯერობით blooms ადგილობრივ ბაზარზე იქნება წარმოდგენილი. უფრო მეტად ორიენტირებული ვარ ქართველ მომხმარებლებზე. ვფიქრობ, ამ სტილის სამოსი საქართველოში დეფიციტურია, საქმიანი სტილის მაღალი ხარისხის სამოსი მნიშვნელოვანია, იყოს თქვენს გარდერობში და უძლებს წლებს, რადგან აქტუალობას სულ ინარჩუნებს. შევქმენი ისეთი კოლექცია, რომელსაც თავადაც ჩავიცვამდი და მომეწონებოდა. გავაკეთე ის, რაც პირველ რიგში, თავად მომეწონებოდა.

ბუნებრივია, ყველა საქმეს ახლავს სტრესი, ნერვიულობა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თავად გინდა, მაგრამ ჩემთვის ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც საზოგადოების წინაშე არ განვაცხადე მანამ, სანამ ყველა დეტალში არ დავრწმუნდი.

ჩემ ირგვლივ ქალბატონებს საკმაოდ კარგად აცვიათ. გამორჩეული გემოვნება გვაქვს და ამას ბევრი უცხოელი სტუმარი აღნიშნავს. ესეც გავითვალისწინე, როდესაც კოლექციას ვქმნიდი და ვფიქრობ, ქართველი ქალბატონები დააფასებენ“.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები