LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო გაჩეჩილაძე: „მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, ვგრძნობ, რომ შინაგანად დავთბი…“

977
takogachechiladze

თაკო გაჩეჩილაძე „პრაიმშოუს“ საკუთარ მეუღლესა და შვილებთან ერთად სტუმრობდა, ინტერვიუ მისცა თავის ბავშვობის მეგობარს, ნინი ბადურაშვილს და ისაუბრა იმის შესახებ, როგორი სიმშვიდე შეიძინა მას შემდეგ, რაც შვილები გაუჩნდა.

თაკო გაჩეჩილაძე:

„მას შემდეგ, რაც გავხდი დედა, ყველაფერი შეიცვალა. პიროვნულად შევიცვალე. ადრე ვიყავი ბევრად უფრო მკაცრი, ვიღაცისთვის ცივი, უფრო პირდაპირი. ბევრი მინუსი მქონდა, უფრო ეგოისტიც, თავისთავად. ახლა უფრო შემეცვალა ხასიათი, გავხდი უფრო დამთმობი, ბევრ რამეს, რასაც წყობიდან გამოვყავდი, ახლა მესმის, უფრო მეტად შევდივარ ხალხის მდგომარეობაში. ვგრძნობ, რომ შინაგანად უფრო დავთბი…“

მომღერალმა აღნიშნა, რომ ის, რაც მშობლებისგან გადმოეცა, უნდა, შვილებსა გაუზიაროს – ეს არის ოჯახის, სამშობლოს, სარწმუნოების სიყვარული თუ ტრადიციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები