LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაგოშიძე: „მნიშვნელოვანია, როცა შენს შვილს უყვირი, გაჩერდე, საკუთარ თავს შეხედო და გააცნობიერო: რატომ ვუყვირი?“

380
tamar gagoshidze

ცნობილი ფსიქოლოგი, თამარ გაგოშიძე „არტარეას“  ეთერში ისაუბრა კითხვის ირგვლივ, რომელიც მის ლექციაზე დამსწრე ერთ-ერთმა ქალბატონმა დაუსვა.

„მშობლებისთვის არის სპეციალური ტრენინგი, როგორ უნდა გაიგონ ბავშვის ემოცია, თავისი ემოცია და ხელი შეუწყონ ამ ემოციის რეგულაციას. რომ გაჩერდი, შენს თავს რომ შეხედე, რომ უყვირი და ნერვები რომ გაქვს აშლილი ამ შენს შვილზე და უცებ გააცნობიერებ, რატომ უყვირი? ეს უკვე მუშაობის დაწყებაა. საკუთარი თავის ანალიზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეჩერება და საკუთარი თავის ყურება ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად დაინახავ რაღაცებს. ძალიან ხშირად მშობელი მეუბნება, ჩემგან რა გინდა, მე შვილი მოგიყვანე და შვილს უნდა მიხედოთო. როცა მშობელი აცნობიერებს, რომ მისი პრობლემაა, თავად ითხოვს შველას, მერე იქ უკვე ტექნიკის ამბავია. ყველაზე დიდი დრო მიაქვს პრობლემის იდენტიფიკაციას. სანამ თვითონ აღიარებს, დაინახავს, შენ ხომ ვერ დაანახვებ? მის მაგივრად ვერ გააკეთებ, ეს კი ძალიან დიდ დროს მოითხოვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები