LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ურუშაძეს მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს გადასცემენ

1584
tamarurushadzenewsjn

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა“ ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულზე მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ტელეწამყვანს, „რუსთავი 2“-ის სახესა და „კურიერის“ წამყვანს, თამარ ურუშაძეს წარადგენს.

თამარ ურუშაძე ვახტანგ გორგასლის 1-ლი ხარისხის ორდენის კავალერია. დაჯილდოებულია სამსახური მოვალეობისას გამოჩენილი პიროვნული მამაცობის, გაბედული მოქმედებისა და მაღალი პროფესიონალზმისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

დაამთავრა თბილისის მე-6-ე გერმანული გიმნაზია, კონსერვატორიის ათწლედი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გოეთეს ინსტიტუტი.

მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, საენციკლოპედიო ცენტრში.

2002 წლიდან მუშაობს ტელევიზიაში, საინფორმაციო სამსახურში, მათ შორის, სხვადასხვა დროს იყო „იმედის“, ‘საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „ტვ იბერიას“ თანამშრომელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g