LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

618
35c54e2c80b015d01eab9bcf0cc23e3f-XL

თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ინფორმაციას პოლიტიკოსის შვილი, კახა მეჭიაური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ცნობისთვის, თამაზ მეჭიაური კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

ის მკურნალობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ასევე იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს უთანხმოების გამო დატოვა „ქართული ოცნება“ და დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი იყარა, თუმცა არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები