LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე თვითონაც კოვიდით ვარ ახლა ინფიცირებული და დღეს მთელი დღე ხმა ვერ გავიღე” – მაკა რაზმაძის ემოციური პოსტი

506
BeFunky-collage (3)

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე თიანეთის ყოფილი მერისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმიანება სოციალურ ქსელში.

“სადაც გადაცემა მქონდა ყველგან ერთ-ერთი უსაყვარლესი რესპონდენტი იყო ჩემთვის.

ისე ინება განგებამ მისი ბოლო ეთერიც ჩემთან აღმოჩნდა…მე თვითონაც კოვიდით ვარ ახლა ინფიცირებული და დღეს მთელი დღე ხმა ვერ გავიღე…ვერავის მივუსამძიმრე და სიტყვა ვერ დავწერე…მაინც ბოლო წუთამდე მჯეროდა…

ძალიან ადრე იყო ჯერ სიკვდილისთვის,ძალიან ადრე…

ვუსამძიმრებ ყველას ძალიან მაგარი კაცის წასვლას…

ნათელში იყავით ბატონო თამაზ,მაგარო ადამიანო”, – წერს მაკა რაზმაძე.

პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. თამაზ მეჭიაური მკურნალობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები