LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრი კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი მტერი: კობახიძე არ გპასუხობთ იმიტომ, რომ არ მიიჩნევს დროულად ამ კითხვას – ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა სამშობლოა, გმირია

156
ჯუანშერ ბურჭულაძე

„ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, ყველა არის გმირი“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მთავრობას არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია.

ირაკლი კობახიძე: მერწმუნეთ, აქ რომ მშვიდობა დაირღვეს, პირველი რადიკალური ოპოზიცია გაიქცევა წითელი ხიდიდან, როგორც გაიქცნენ 2008 წელს

„ჩვენ არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაგვიტოვებია ყურადღების გარეშე. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი გახდა თავდაცვის მინისტრი, შემდეგ მე თავდაცვის მინისტრი, ეს პოლიტიკა გაგრძელდა.

„მე აფხაზეთიდან ვარ და საკუთარი თვალით ვხედავ, რომ ჩემს სახლამდე გზა სწორედ ამ ომით მიდის.. ჩემთვის უკრაინაში ბრძოლა თავისუფლებისკენ პირდაპირი გზაა“ - უკრაინაში მებრძოლი ქართველის ემოციური ინტერვიუ „ფორტუნასთან“

ლადო გამსახურდია ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად ომის დაწყებიდან მალევე, მარტის თვეში წავიდა. „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური 8 თვეზე მეტია მტრის წინააღმდეგ იბრძვის.

თქვენ ალბათ ესწრებით ხოლმე შეხვედრებს ოჯახებთან, იმ დღეებში როდესაც ჩვენ გვიწევს რამდენიმე ოჯახთან შეხვედრა, იქ ძალიან დიდი ყურადღებით ვიწერთ ყველა კითხვასა და თხოვნას და ვასრულებთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკა გმირების მიმართ.

პირადად მე ეს კვალიფიკაცია მივეცი ამ ბიჭებს და ვთქვი, რომ არიან გმირები. ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, ყველა არის გმირი.

მზაობა ჩვენ გვაქვს, რომ შევხვდეთ ამ ხალხის ოჯახის წევრებს,“ — განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

პრემიერი: ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ

დასმულ კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი მტერი, მინისტრის თქმით, ეს კითხვა არ არის რელევანტური.

„ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. თავდაცვის მინისტრისგან რომ გაიგებთ, ეს შეცვლის რამეს? თქვენ როგორ ფიქრობთ არის? თქვენ ფიქრობთ, საზოგადოების რაიმე დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ასე არაა?

არ გპასუხობთ [პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე] იმიტომ, რომ არ მიიჩნევს დროულად ამ კითხვას. კითხვა უნდა იყოს რელევანტური.

არცერთი ლიდერისგან მე პირადად არ მომისმენია ეს შეფასება, რომ იქ ვინც იბრძვის, იბრძვიან ფულის გამო.

მამუკა მდინარაძე: „ომის პარტიის“ წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ვინ წაიყვანონ ომში

შეიძლება ასეთი შემთხვევა იყოს, ყველგან ხდება, ეს ნორმალურია. ახლა აკეთებთ ამის არასწორ ინტერპრეტაციას.“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.