თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მაშინ გასცემს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ნამდვილად, ერთხელ წარმოადგინა თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია, მაგრამ როგორც უკვე განვაცხადეთ, ეს პრეროგატივა მთლიანად და სრულად ეკუთვნით მათ, ანუ ჩვენს სამხედროებს. როდესაც ისინი ჩათვლიან მიზანშეწონილად, მაშინ გასცემენ დამატებით ინფორმაციას“,- თქვა პესკოვმა.