LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავს ვგრძნობ გადასარევად” – პაატა იმნაძე ვაქცინაციის შემდეგ

146
88239947

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ თავს გადასარევად გრძნობს.

„ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში. პირველ დღეს რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალი. იმედია, ჩემი კოლეგები, რაც უფრო მეტი დრო გავა, მეტი დარეგისტრირდება.

თავს ვგრძნობ გადასარევად.

ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე ჩვენ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ.”-განაცხადა პაატა იმნაძემ, რომელმაც ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში, საჯაროდ გაიკეთა.

პაატა იმნაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა

ამასთან, იმნაძემ “ფაიზერსა” და ასტრაზენეკას” შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ორივე მაღალი ხარისხის ვაქცინებია.

„ჩვენ თუ კარგად დააკვირდებით, იგივე ხდებოდა დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა „ფაიზერი“ იყო რიგში პირველი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი“ იქნება, „ასტრაზენეკა იქნება. ეს ერთნაირი, მაღალი ხარისხის ვაქცინებია. როცა „ფაიზერის“ შემოტანაზე იყო საუბარი, ზუსტად ასევე იყო მაშინ ნორვეგიაში 23 ადამიანი რომ გარდაიცვალა „ფაიზერის“ შემდეგ, ამაზე იყო ატეხილი ამბავი, ვაიმე „ფაიზერიო“. ახლა არის „ასტრაზენეკაზე“. არავითარი პრობლემა არ არის, ის, ვინც რომელიმე ვაქცინის წინააღმდეგია, ყველა ვაქცინის წინააღმდეგია.”-განაცხადა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g