LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა იმნაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა

187
dsdssddssdsdsd

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.

რამდენიმე წუთის წინ აცრა პაატა იმნაძემ გაიკეთა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოადგილე საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა ეპიდემიის დასამარცხებლად. ამიტომ მე მინდა ჩემს ყველა კოლეგას, თითოეულ თანამოქალაქეს მოვუწოდო-იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ხედავთ, რომ არაფერია საშიში.”-განაცხადა პაატა იმნაძემ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები