LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იტალფარმაკო ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცე სურვილმა, რომ ქვეყნის პაციენტებისთვის „ჯივინოსტატი“ ხელმისაწვდომი გახდეს

401
„იტალფარმაკო ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი

გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ „იტალფარმაკო ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანჩესკო დი მარკომ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

„ეს შეთანხმება პარტნიორობის ძალას ნათლად აჩვენებს. როდესაც პაციენტები, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია და სწორედ პაციენტი ხდება ყველა ძალისხმევის მთავარი ცენტრი. ამ თანამშრომლობით ნამდვილად ვამაყობ და საქართველოს მთავრობასთან და პაციენტთა საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ეს შესაძლებლობა ყველა პაციენტამდე მივიდეს“, – განაცხადა ფრანჩესკო დი მარკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერებაზე. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის გაფართოებულია სამედიცინო მომსახურების პაკეტი, რომელიც მოიცავს მულტიდისციპლინურ მეთვალყურეობას, სპეციალისტების კონსულტაციებს, დაავადების მართვისთვის აუცილებელ კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს და სხვა საჭირო სერვისებს.

ცნობისთვის, იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ გაფორმდა ხელშეკრულება ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენაზე, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები