LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა

243
თბილისის იუსტიციის სახლი

თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა.

გავრცელებული განცხადების თანახმად, უწყებაში ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა.

„აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.
პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან დაშორებულ, უსაფრთხო ადგილას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის სახლის შენობაში განთავსებულია ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტების ნაწილიც.

დამატებითი ინფორმაციის დაზუსტებას „ფორტუნა“ იუსტიციის სახლთან ცდილობს, ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g