LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის შემოსასვლელთან სპეცრაზმის მანქანები დააფიქსირეს

267
1

რამდენიმე წუთის წინ თბილისის შემოსასვლელთან რამდენიმე სპეციალური დანიშნულების რაზმისთვის განკუთვნილი ავტომანქანები დააფიქსირეს. აღნიშნული ფაქტი ტელეფონით არის გადაღებული და “მთავარი არხი” ავრცელებს.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “ფორტუნა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც უწყების წარმომადგენელმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, სპეცრაზმის თბილისში შემოსვლა არ არის უჩვეული, ეს არის ჩვეულებრივი როტაციის პროცესი. მათივე განმარტებით, აღნიშნული მანქანები საოკუპაციო ზოლიდან ბაზაზე ბრუნდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები