LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის თეატრები სპექტაკლების ჩვენებას დროებით აჩერებს

334
Tbilisi-opera-house

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სხვა მასობრივ შეკრებებში მოხვედრისგან თავის არიდების მიზნით, საქართველოში შესაბამისი მითითებები უკვე გაიცა.

მედიასაშუალებების მიერ ყოველდღიურად საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია წესების დაცვისა და სხვა პრევენციული ზომების შესახებ. მსგავსი რეკომენდაცია გაიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროშიც თბილისის თეატრთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც თეატრები 16 მარტამდე სპექტაკლების ჩვენებას აჩერებს.

მითითებულ პერიოდში  აღნიშნულ შენობებში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

“ჯანდაცვის სამინისტროდან უკვე მოვიდა რეკომენდაცია. ვამზადებთ წერილს, რომელიც ყველა თეატრსა და შესაბამის სიპებს გაეგზავნებათ. 16 მარტამდე თუკი რამე წარმოდგენა იყო დაგეგმილი, ყველაფერი გადაიდება. რეკომენდაცია არის, რომ დეზინფექცია ჩატარდეს“, – აცხადებენ სამინისტროში.

კორონავირუსის გამო სკოლებში ნაადრევი არდადეგები დაიწყო

„იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება."

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები