კიდევ ერთი ქართული შენობის წარმატება – თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე, ახალაშენებული ყავის ქარხანა ახალგაზრდა დიზაინერების მიერ შექმნილ 15 საუკეთესო, ინოვაციურ და ევროპული სტანდარტის ნაგებობას შორის მოხვდა.

კონკურსში, სახელწოდებით ArchDaily & Strelka Award გამარჯვებული 15 აგვისტოს გამოვლინდება. ამჟამად კი მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი სპეციალურ ვებგვერდზე და ნებისმიერ მსურველს აქვს შანსი, მხარი დაუჭიროს სასურველ პროექტს.

შეგახსენებთ, თბილისში ყავის ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მისი ოფიციალური გახსნა კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. როგორც ცნობილია, ქარხანაში წარმოებული ყავა „მეამას“ ბრენდით გაიყიდება.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05