LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება საშუალოდ 574 ლარი ღირს – გაიგეთ, საქართველოს რომელ რეგიონში რა დაგიჯდებათ დასვენება

353
საკურორტო-ვაუჩერი

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის მარტში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, 8.5%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.5%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 4.0%-ით გაიზარდა. ფასების ყველაზე მაღალი თვიური ზრდა თბილისში (14.6%) დაფიქსირდა, შემცირება კი მცხეთა-მთიანეთში (- 12.6%)

2022 წლის მარტში, 2021 წლის მარტთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 16.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 19.0%-ით გაიზარდა. ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა აჭარაში(25.8%) დაფიქსირდა, შემცირება კი სამეგრელო-ზემო სვანეთში(- 3.4%).

PMC კვლევითი ცენტრის ცნობითვე, 2022 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 152 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 246 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 114 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასს, მან მარტში 406 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 574 ლარი შეადგინა, კახეთში – 452 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 373 ლარი, ხოლო გურიაში – 352 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები