LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ინოვაციური „ჰოტელ ჰაბი“ შენდება – რა პირობით შეიძენთ „ცენტრალ პარკ თაუერსში“ 18-ნომრიან სასტუმროს

850
page

თბილისში ინოვაციური „ჰოტელ ჰაბი“ – „ცენტრალ პარკ თაუერსი“ აშენდება. „ორბი ჯგუფსა“ და საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ – „რედისონ ბლუს“ შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ყაზბეგის გამზირზე მასშტაბური მშენებლობა იგეგმება.

როგორც „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, პროექტის ანონსიდან 15 დღეში 60%-მდე უკვე გაყიდულია. კომპანიაში ამბობენ, რომ დაინტერესება არსებობს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, ისე რეგიონის, ევროპის, ამერიკისა და არაბული ქვეყნების ინვესტორებისგან.

„ცენტრალ პარკს თაუერსის“ პროექტში ინვესტირების მსურველებს, შემსრულებელი კომპანიები ახალ პირობას სთავაზობენ. როგორც კვერღელიძე განმარტავს, 18-ნომრიანი სასტუმროს შეძენის შემთხვევაში, (რომლის ღირებულება ამ ეტაპზე 1,8$მლნ-ია), ინვესტორი პირველ ჯერზე მხოლოდ 180 000$-ს, მომდევნო 24 თვის განმავლობაში კი 720 000$-ს იხდის. რაც შეეხება დარჩენილ 900 000$-ს, მის გადახდის შესაძლებლობას კომპანია დაინტერესებულ ინვესტორებს პროექტის დასრულების შემდეგ სთავაზობს.

მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა მარტივია და ამისთვის ერთი დღეც საკმარისია. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ინიციატივა პროექტის მიმართ მეტ ინტერესს გამოიწვევს.

„ბლოქ ჯგუფის” გენერალურ დირექტორის თორნიკე ჯანაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი თაუერსის ბოლო სართულზე, სადაც „რედისონ ბლუ“ იქნება წარმოდგენილი, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ოთხი პენტჰაუსი მოეწყობა, სადაც მ²-ის ღირებულება $20 000 იქნება. თორნიკე ჯანაშვილი აღნიშნავს, რომ პენტჰაუსებით ორი რეალური მყიდველი დაინტერესდა, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ცენტრალ პარკ თაუერსი, 1500 ნომრიანი 25 ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბია, სადაც 150 ნომერზე ოპერირებას რედისონ ბლუ განახორციელებს. კომპლექსში ძვირადღირებულ პენტჰაუზებთან ერთად, პრემიუმ კლასის სპა და საოფისე სივრცეები, პრემიუმ კლასის რესტორნები, ძვირადღირებული ბრენდების სავაჭრო ცენტრი და სამორინე იქნება წარმოდგენილი. ინფრასტრუქტურის მართვაში კი, მსოფლიოში წამყვანი კომპანიები ჩაერთვებიან. ცენტრალ პარკ თაუერსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი, 300 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ჰოტელ ჰაბი ოფიციალურად 2025 წელს მაისში გაიხსნება.

magti 5g