LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში RADISSON-ის კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება

74
7ba8abea2d388ec1cb452bbdf1e09778-770x398

თბილისის ცენტრში RADISSON-ის კიდევ ერთი სასტუმრო 2022 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ინვესტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განმარტა, ამჟამად ობიექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, უკვე დასრულებულია 0 სართულის მშენებლობა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ დოლარია. Radisson-ის სასტუმრო მოიცავს 200 ნომერს, კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს.

შეგახსენებთ, დღეისათვის, საქართველოში Radisson-ის ბრენდის სამი სასტუმრო ოპერირებს: თბილისში, ბათუმსა და წინანდალში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები