LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ გაიმართება

207
oqrospepela

29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით თბილისი უკვე მეცხრედ უმასპინძლებს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს.  “ოქროს პეპელა” 2011 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია აღმოაჩინოს, წაახალისოს და საზოგადოებას გააცნოს კინოხელოვნების მოყვარული ნიჭიერი ბავშვები და მათი შემოქმედება. აგრეთვე,  გამარჯვებულები წარადგინოს საერთაშორისო კინოფორუმებსა და ფესტივალებზე.

ფესტივალის მონაწილეები არიან 18 წლამდე ასაკის მოზარდები, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეები ფესტივალის საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამაში წარადგენენ დამოუკიდებლად შექმნილ 7 წუთამდე ქრონომეტრაჟის ანიმაციურ, დოკუმენტურ ან მხატვრულ ფილმებს.

წელს „ოქროს პეპელას“ ისტორიაში უცხოური ფილმების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა . სულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 92 ფილმი, აქედან 47 უცხოური და 45 ქართული. ფილმებს პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, რომელსაც კინოკრიტიკოსი ლუდმილა საენკოვა – მელნიცკაია (ბელარუსი) უხელმძღვანელებს.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან თბილისის ევროპული სკოლა და კომპანია “ოქროს პეპელა”, ხოლო მხარდამჭერები – ევროპის საბავშვო ფილმების ასიციაცია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქალაქ თბილისის მერია , კინოსტუდია “ქართული ფილმი” და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები