LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა გოგოტიშვილი – როგორ დავიცვათ შვილები მანიაკებისგან (ვიდეო)

1333
fsiqologi

ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი „პროფილთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ უნდა დავიცვათ შვილები მანიაკებისგან.

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს:

არ არის სწორი, რომ  ბავშვებს ეშინოდეთ. როცა ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მშობელი უნდა უზიარებდეს შვილს, რომ ელემენტარული სოციალური ქცევის წესია, ქუჩაში უცნობ ადამიანს ხანგრძლივად არ გამოელაპარაკოს. რა თქმა უნდა, როცა ბავშვს გამვლელი ჰკითხავს, სად არის ესა და ეს ქუჩა, ბავშვი დაზაფრული არ უნდა გარბოდეს…

როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მანიაკებმა იციან მიახლოება და დაახლოება ბავშვებთან, ჩვენ არ უნდა დავზაფროთ ჩვენი შვილები, არ უნდა შევუქმნათ ფობიური ფონი, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ვაკონტროლებდეთ იმას, რომელი უფროსი ასაკის ადამიანი რა ურთიერთობაშია ჩვენს შვილთან. ძალიან ფამილიარული, მეგობრული, უცნაურად ახლობლური ურთიერთობა ზრდასრულსა და ბავშვს შორის ეჭვის მიზეზს იწვევს. პოზიტიურ დამოკიდებულებასა და ჰუმანურობაზე ბავშვების მიმართ ამას არ ვამბობ. ყოველთვის იგრძნობა არაჯანსაღი დამოკიდებულება. მშობელს არ გამოეპარება განსაკუთრებული ყურადღება მისი შვილის მიმართ. ერთი მხრივ, ცილი არ უნდა დავწამოთ ადამიანებს, მეორე მხრივ, ყურადღებით უნდა ვიყოთ.

კალთაში ჩასმა, ზედმეტად გულში ჩაკვრა?..

ასეთი შეხებითი კონტაქტი, კალთაში ჩასმა, ზედმეტი მოფერება და ალერსის გამოვლენა არაა საჭირო ბავშვების მიმართ…

https://www.facebook.com/talkshowprofili/videos/324248268233673/?v=324248268233673

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები