LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: ჩვენ ვხედავთ ფრონტზე დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ

176
BeFunky-collage

პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ფრონტზე დაღუპული ყველა ადამიანის შვილების, დედმამიშვილების, მშობლების, ნათესავების, მეგობრების მიმართ, იმიტომ, რომ ეს განუზომელი ტკივილია, რომელსაც დრო ვერც კი შეავსებს, მაგრამ ამ ოჯახებმა იციან ყველაზე კარგად, რომ სახელმწიფო და მთავრობა არის მათ გვერდით, რომ ყველაფერი გაკეთდა, რათა ამ ადამიანებს, რაც ჯარისკაცისთვის არსებობს ყველაზე მაღალი პატივი, სამხედრო პატივით მოპყრობოდა მათ სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ვხედავთ ფრონტზე დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც მთავრობა არ დაუშვებს.

„ეს გულისხმობს როგორც მათ დაფასებას და სამხედრო პატივით დაკრძალვას, ისე სხვა ნებისმიერ იმ ფინანსურ ხელშეწყობას, რომელიც ამ დროს იგულისხმება ხოლმე. განსხვავება იმაშია, რომ მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ყველაფერს ყოველთვის აკეთებს ჩუმად, როგორც ეს ქართველი კაცის წესია, რომ სიკვდილისას, გარდაცვალებისას ყველა არის სიჩუმეში და ღირსებაში. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ სიკვდილით ინსტრუმენტალიზაციას და ფრონტზე დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ და რასაკვირველია, მაინც გავაგრძელებთ იმ ღირსეულ ქცევას, რომელიც ყოველთვის არის ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი, როცა ვეჩეხებით სიკვდილს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

არჩილ ხოფერია: “გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ ნათქვამ სიტყვაზე, უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g